არსად აღარ უნდა გავჭაჭანებულიყავი. კინოდან გამაქრეს, ტელევიზიებიდანაც, უბრალოდ თეატრიდან ვერ გამაქრეს, ცოტა ძნელია ჩემი თეატრიდან გაქრობა – გია ბურჯანაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე

არსად აღარ უნდა გავჭაჭანებულიყავი. კინოდან გამაქრეს, ტელევიზიებიდანაც, უბრალოდ თეატრიდან ვერ გამაქრეს, ცოტა ძნელია ჩემი თეატრიდან გაქრობა – გია ბურჯანაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა მსახიობმა, გიორგი ბურჯანაძემ, ისაუბრა თეატრის, კინოს და ზოგადად ხელოვანთა წრის დამოკიდებულებაზე მის მიმართ. გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, გრძნობდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ყველაფერს ჩამოაშორა და ცდილობდნენ არაფერში მონაწილეობა აღარ მიეღო. „ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პერიოდში ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები. თეატრის გარეთ ხდებოდა ეს ყველაფერი, თეატრს არ უნდა შეხებოდა ეს.
სააკაშვილის პერიოდშიც ეს იყო ჩემი პირადი პოზიცია, თუ ვინმე ჩემს გვერდით დადგებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფიქრობდა ჩემნაირად, მაგრამ გვერიდებოდა ხალხი, ზოგი ასაკის გამო. ერთადერთი რასაც შემდეგ მივხვდი, ვგრძნობდი ამას, მომახვედრეს იმაში, რომ არსად აღარ უნდა გავჭაჭანებულიყავი. უბრალოდ თეატრიდან ვერ გამაქრეს. ცოტა ძნელია ჩემი თეატრიდან გაქრობა. მაგრამ დანარჩენი, ყველაფრიდან “,-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ს შეკითხვაზე როლებს აძლევდნენ თუ არა ჩვეულებრივად, გიორგი ბურჯანაძემ უპასუხა, რომ სამწუხაროდ არ აძლევდნენ როლებს. „ერთადერთხელ იყო, რომ ჭოლა წულაძესთან ვიმუშავე, მაგრამ ამ ამბების შემდეგ იმასთანაც არა.
სხვებთანაც არა. მაგრამ პირადად მეც თემურ ჩხეიძის გარდა არავისთან არ მინდოდა მუშაობა. ამიტომ, თემურის სპექტაკლებს ვთამაშობდი. თემურის სპექტაკლების მოხსნა და აკრძალვა ცოტა რთული რამეა. კი კინოდან გამაქრეს, ტელევიზიებიდანაც, მაგათ ტელევიზიებში არც მივიდოდი, რა მინდოდა“,-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. მაგრამ როლებზეც იგრძენით ეს, რომ თეატრში როლებს ისე მარტივად აღარ გაძლევდნენ ეს იგრძენით? – ამ კითხვით მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი ბურჯანაძეს, რაზეც მან უპასუხა რომ რა თქმა უნდა იგრძნო. „დიახ, რა თქმა უნდა, ვიგრძენი. მერიდებოდნენ თვითონ, ურთიერთობაშიც მერიდებოდნენ ძალიან, ნუ მე მესმოდა ეს. მე თვითონ არასდროს საყვედური არ მითქვამს ჩემი კოლეგებისთვის, თუ რატომ ხმა არ ამოიღეთ, რატომ არაფერი გააკეთეთ. იმიტომ რომ, დაპატიმრებული რომ ვიყავი ვერავინ ვერ გაბედა ჩემს ოჯახთან მისვლა ან რამე. ერთადერთი ოთარ მეღვინეთუხუცესი რეკავდა თურმე და მკითხულობდა აბა რას შვრება ბიჭი როგორ არისო და რომ გამოვედი ოთარი მოვიდა პირველი ვინც მნახა“,-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
Next: 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია